ილია დარჩიაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით, 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ლატვიელ კოლეგასთან ბაიბა ბრაჟესთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგზე. მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების გარემო.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და დადებითად შეფასდა, რომ წელს პირველად ზოგად საქმეთა საბჭოზე მოწვეული არიან გაფართოების პაკეტის ქვეყნები.

მხარეებმა დაადასტურეს მომავალი თანამშრომლობის მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები