გია ვოლსკი: ჯარისკაცები სალომე ზურაბიშვილისგან ისეთ განცხადებას ელოდებიან, რომელიც ქვეყნის კონსოლიდაციას მოახდენს და არა გახლეჩას, დაპირისპირებას

ჯარისკაცები სალომე ზურაბიშვილისგან ისეთ განცხადებას ელოდებიან, რომელიც ქვეყნის კონსოლიდაციას მოახდენს და არა გახლეჩას, დაპირისპირებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან უტიფარი და შეუსაბამოა ასეთი განცხადებით გამოსვლა ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც მთავარსარდლისგან დღეს და შარშან, 26 მაისს შეგულიანებას, მოტივირებას თუ გვერდით დგომას ელოდებოდნენ. მისგან ისეთ განცხადებას ელოდებიან, რომელიც ქვეყნის კონსოლიდაციას მოახდენს და არა გახლეჩას, დაპირისპირებას და იმ უზარმაზარი დეზინფორმაციის გავრცელებას, რასაც საქართველოს ანტიდასავლურ პოლიტიკაზე საუბარი ჰქვია. ევროკავშირის სივრციდან დიდი ბრიტანეთის გასვლა არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს. ორმაგი სტანდარტი აქვს როგორც პრეზიდენტს, ასევე „ნაცმოძრაობას“. რასაკვირველია, მათ სურთ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ. მავნებლობა, უტიფრობა და ორმაგი სტანდარტი ახასიათებდა პრეზიდენტის გამოსვლას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები