მამუკა მდინარაძე: ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ რამენაირად

“რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ დაგელოდებით ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ რამენაირად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდს არსად ეჩქარება.

„თქვენ რაც გაწუხებთ, იმასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს – არსად გვეჩქარება. ორი დღეც, სამი დღეც, რამდენიც  უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად, მუხლობრივად, არსად ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით. დღეს ალბათ არ მოესწრება. გაყრა თქვენ გამო იყო, დღესაც გაგყრიან თუ ისე მოიქეცით, გუშინ როგორც იქცეოდით. ეგ არის ჩვეულებრივი პროცედურა, გასაყრელები გაყარეს გუშინ. თუ მაგაზე გინდოდათ დისკუსიაში შემოსვლა, შემოვედი მეც და თუ პროცედურაზე გაინტერესებთ, არსად გვეჩქარება. არც გუშინ გვეჩქარებოდა, მაგრამ თქვენ მოიქეცით ისე, რომ დარჩით გარეთ. შესაბამისად ამისა, არსად გვეჩქარება, შეიძლება დასჭირდეს სამი დღეც, არანაირი პრობლემა არ არის, რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ დაგელოდებით ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ რამენაირად“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები