შალვა პაპუაშვილი – ქართულ ჯარს: თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, სიმშვიდის, სტაბილურობის და კეთილდღეობის საფუძველი, ჩვენი მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი

“დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ჯარი მოსახლეობის გამორჩეული ნაწილია.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას.

თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, სიმშვიდის, სტაბილურობის და კეთილდღეობის საფუძველი, ჩვენი მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი. თქვენი გმირული წარსულითა და ტრადიციებით ქმნით დღევანდელობას და ღირსეულად მიგვიძღვებით მომავალი გამარჯვებებისკენ. ამიტომ მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ძალების დღეს სწორედ თქვენთან ერთად აღვნიშნავთ.

ჩვენი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები მტკიცედ იცავდნენ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ ინტერესებს. სხვადასხვა დროს მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ მათ საამაყო სიმამაცე და მედეგობა გამოიჩინეს და პატივისცემა და ქება დაიმსახურეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები