Reuters: გაეროს ექსპერტები ადასტურებენ, რომ ხარკოვში ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული რაკეტა აფეთქდა

გაეროს ექსპერტებმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში მოხსენება გაგზავნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

საუბარია ხარკოვში გამოყენებული Hwasong-11-ზე, რომელიც 2 იანვარს აფეთქდა.

ამავე დროს, ექსპერტები ამბობენ, რომ ვერ ადასტურებენ დამოუკიდებელი წყაროებიდან, კონკრეტულად საიდან და ვის მიერ იყო გაშვებული რაკეტა.

დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა აცხადებენ, რომ ფხენიანი მოსკოვს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას აწვდის – საარტილერიო ჭურვებს და ბალისტიკურ რაკეტებს. მოსკოვი ფაქტს უარყოფს.

ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული რაკეტების გამოყენების შედეგად უკრაინაში, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები