„ალექსანდრე ციმაკურიძე და მისი პეიზაჟური სკოლა“ – ხელოვნებათმცოდნე ირინე აბესაძესთან შეხვედრა გაიმართება
1 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართება შეხვედრა ხელოვნებათმცოდნე ირინე აბესაძესთან
ორგანიზატრების ინფრმაციით, ის ისაუბრებს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენაზე – „ალექსანდრე ციმაკურიძე და მისი პეიზაჟური სკოლა“.
რეტროსპექტულ გამოფენაზე წარმოდგენილია ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი მოსწავლეების – კორნელი სანაძის, პეტრე ბლიოტკინის, შალვა და იორამ მამალაძეების, მიხეილ ხვიტიას, ლეოპოლდ ძაძამიძის, კოტე გრძელიშვილის, რუსუდან ჯავრიშვილის, ნატალია ფალავანდიშვილისა და ირინე რაზმაძის პეიზაჟები სახელმწიფო და კერძო კოლექციებიდან.
შეხვედრა კურატორთან ეროვნული გალერეის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროგრამის შემადგენელი ნაწილია.
გამოფენა 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.