შარლ მიშელი: რუსეთის მკაფიო მიზანი ევროპული ოცნების განადგურებაა – კრემლს თავისუფლებისა და დემოკრატიის ეშინია

European Council President Charles Michel holds a press conference, following European Union leaders summit, in Brussels, Belgium June 30, 2023. REUTERS/Johanna Geron

რუსეთი მიგრანტებს, ფულსა და ყალბ ამბებს დესტაბილიზაციისთვის იყენებს, რადგან აქვს მკაფიო მიზანი, გაანადგუროს ევროპული ოცნება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი ის არის, რომ კრემლს მის კარზე თავისუფლებისა და დემოკრატიის ეშინია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი, მისი კანდიდატი ქვეყნები და აფრიკა კრემლის ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშ არიან.

„ევროკავშირი არის თავისუფლებისა და შესაძლებლობების უდიდესი სივრცე ამ პლანეტაზე. ჩვენ გვაქვს პოზიტიური იმიჯი მსოფლიოში. ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც პატიოსან მოთამაშეებს, რომლებსაც არ აქვთ ფარულად ვინმესთან მუშაობის სურვილი და დღის წესრიგი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ვითამაშოთ პოზიტიური, პატივსაცემი და სტაბილიზაციის როლი გლობალურ მმართველობაში. მაგრამ ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ორმაგი სტანდარტების მახე“, – განაცხადა მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები