ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილმა კვიპროსში ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ NGO-ებისთვის გამოყოფილი ფულია

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაზე რა თანხები იხარჯება და ხომ არ იხარჯება გარკვეული თანხები პირდაპირ საარჩევნო კამპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რისთვის და რამდენით ფინანსდება.

„რამდენიმე თვის წინ შედგა მაგალითად ასეთი შეხვედრა კვიპროსში, ცნობილ კეზერაშვილთან, სადაც ის ესაუბრებოდა რამდენიმე მის ნაცნობს და თქვა, რომ მას დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ დოლარის გამოყოფას თავად აპირებს, 15 მლნ დოლარის მობილიზების იმედი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენებისგან და 15 მლნ დოლარზე თქვა, რომ ეს არის NGO-ებისთვის გამოყოფილი ფული. საინტერესოა, ვნახოთ, რომელ 15 მლნ დოლარზე ჰქონდა საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები