ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას მოაკლდებათ თუ არა თანხები, ამას ქართული საზოგადოება ვერ იდარდებს

ფინანსური დახმარების შეჩერების ენით საუბარი ქართულ საზოგადოებასთან არასწორია, მაგრამ ეს არის ყველაზე არასწორი მუქარა გამომდინარე იქიდან, რომ ამ თანხების უდიდესი ნაწილი, საბოლოო ჯამში, ხმარდება იმ ინტერესებს, რომლებიც მეტწილად დაკავშირებული არის სწორედ უცხოურ ძალასთან, ეს თამამად შეიძლება ითქვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში 14 სენატორის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული საკითხი ნამდვილად არ არის შანტაჟის საფუძველი.

„ეკა გიგაურს მოაკლდება თუ არა თანხები მაგალითად და ნინო ლომჯარიას, ამას ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, ვერ იდარდებს. ეს არ არის საინტერესო არც ქართული საზოგადოებისთვის და არც საქართველოს ხელისუფლებისთვის. როდესაც საუბარია დაფინანსებაზე, დახმარებასა და ა.შ. ჩვენ რომ გვქონოდა მშვიდ ვითარებაში ქვეყანაზე ზრუნვის საშუალება და რომ არ ყოფილიყო ეს არც თუ ისე მცირე ტურბულენტობები ამ წლების განმავლობაში, მაგალითად საქართველოს ეკონომიკა 30 მლრდ  დოლარის მაგივრად იქნებოდა მინიმუმ 35 მლრდ დოლარი. ამაზე ეკონომისტებსაც შეგვიძლია დავუსვათ კითხვა, რა გავლენას ახდენს ასეთი ტიპის ტურბულენტობები ეკონომიკის წინსვლაზე. გვექნებოდა პლუს 5 მლრდ დოლარი ეკონომიკაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად ქვეყანას ექნებოდა პლუს, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარი. როდესაც ასეთ დროს ხდება რამდენიმე ათეული მილიარდის დამადლება, რომელიც არც ვიცით, რაზე იხარჯება, უბრალოდ არასწორია. რა თქმა უნდა, თუ რაიმე ხმარდება კარგ საქმეს, ყველაფრისთვის ვართ ძალიან მადლობელი, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაზე რა თანხები იხარჯება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები