გიორგი ამილახვარი: მოგესალმებით რუსთაველის გამზირიდან თავისუფალი, ამაყი საქართველოს მოქალაქე – ღირსებით, გამჭვირვალობით აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას

“მოგესალმებით რუსთაველის გამზირიდან თავისუფალი, ამაყი საქართველოს მოქალაქე და დღეს აქ ასობით ათასი ასეთი ადამიანი იქნება. ვინც რუსულ კანონს ეძახის გამჭვირვალობას, დემოკრატიულ ღირებულებებს, ისინი არიან რუსები – აი ეს მინდა ვუთხრა საზოგადოებას და ჩვენს ოპონენტებს”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა რუსთაველის გამზირიდან “იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობას მალე იზეიმებს.

„მეგობრებო, შეხედეთ ისტორიას, შეხედეთ ფაქტებს, შეხედეთ ჩვენს გაკეთებულ საქმეს და შეხედეთ იმ მომავალს, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. არაფერი წერია ამ კანონში ისეთი, რაც იოტისოდენადაც კი დააზიანებს ევროპულ ღირებულებებს, დააზიანებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მოთმინებით, ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა გამჭვირვალობით, ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე“, – აღნიშნა მინისტრმა.

პარლამენტთან “ქართული ოცნების” ორგანიზებით საერთო-სახალხო შეკრების მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე არიან პარტიის ლიდერებიც. პოლიტიკური გამოსვლები 20:00 საათიდან დაიწყება. მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები