მწერალთა სახლში მამია მალაზონიას ნამუშევრები მაისის ბოლომდე იქნება გამოფენილი
მაისის ბოლომდე მწერალთა სახლში მხატვარ მამია მალაზონიას 15 ნამუშევარი იქნება გამოფენილი.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს ხელოვანის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“, რომლის თითოეული ილუსტრირებული ფურცელი რამდენიმე კომპოზიციისგან არის შედგენილი და სხვადასხვა ამაბს ერთდროულად მოგვითხრობს.
„მამია მალაზონიას შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით და განუმეორებელი ორიგინალურობით. მხატვარი ქმნის ფერწერულ და დაზგურ გრაფიკულ ნამუშევრებს, ილუსტრაციებს, პლაკატებს. მუშაობს თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების მიმართულებით, კინოს მხატვრობაში, მულტიპლიკაციაში, მონუმენტურ-დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების კუთხით.
მწერალთა სახლი მადლობას უხდის მხატვრის ქალიშვილს – ნინო მალაზონიას ექსპოზიციის მოწყობაში გაწეული დახმარებისთვის“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.