FT: გასულ წელს დასავლურმა ბანკებმა რუსეთის ბიუჯეტში 800 მილიონ ევროზე მეტი გადასახადი შეიტანეს

უმსხვილესმა დასავლურმა ბანკებმა, რომლებიც, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, რუსეთში მუშაობას აგრძელებენ, 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტში 800 მილიონ ევროზე მეტი გადასახადი შეიტანეს.

ამის შესახებ Financial Times-ის მასალაშია ნათქვამი.

​შვიდი უმსხვილესი ევროპული ბანკი – Raiffeisen Bank International, UniCredit, ING, Commerzbank, Deutsche Bank, Intesa Sanpaolo და OTP – 2023 წელს 3 მილიარდ ევროზე მეტი მოგება მიიღეს.

2021 წელს წელთან შედარებით ბანკებმა სამჯერ დიდი მოგება ნახეს და ნაწილობრივ წარმოიქმნა იმ სახსრებით, რომელთა გატანა ბანკებს ქვეყნიდან არ შეუძლიათ. მოგების ზრდამ გამოიწვია ის, რომ 2021 წელს რუსეთის ბიუჯეტში შეტანილი 200 მილიონ ევროს ნაცვლად, ბანკებმა 800 მილიონი შეიტანეს.

უცხოურმა ბანკებმა სარგებელი არა მხოლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებიდან მიიღეს, არამედ რუსული ბანკების სანქცირების გამოც. რუსულ ბანკებს საერთაშორისო გადახდის სისტემებზე წვდომა შეეზღუდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები