გერმანიაში, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქემ, ორი უკრაინელი სამხედრო მოკლა, რომელიც რეაბილიტაციას გადიოდა

გერმანიაში უკრაინის ორი მოქალაქე, შეიარაღებული ძალების სამხედროები დანით მოკლეს – ისინი რეაბილიტაციას გადიოდნენ.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

შემთხვევა 27 აპრილს ბავარიაში მოხდა. პოლიციაში განაცხადეს, რომ უკრაინის ორი მოქალაქის ცხედარი ქალაქ მურნაუს სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინეს. მათ ჭრილობები დანით ჰქონდათ მიყენებული.

მძიმე დაზიანებების შედეგად, 36 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 23 წლის სამხედრო – საღამოს მიმდებარე საავადმყოფოში.

ორმაგი მკვლელობის ბრალდებით 57 წლის, რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომლის ვინაობა არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილიდან გაიქცა, თუმცა, ის დააკავეს.

ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მიზეზი, ასევე ის, იცნობდნენ თუ არა დაღუპულები ეჭვმიტანილს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ, „წინასწარი მონაცემებით, დაღუპული მოქალაქეები იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გერმანიაში სამედიცინო რეაბილიტაციას გადიოდნენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები