თამარ ჩიბურდანიძე თავის პოსტში წერს იმასაც, რომ საქართველოს ისტორია მარადიულია, ვიდრე იმ ევროპის, რომელმაც ქრისტიანობას უღმერთობა ამჯობინა, ოჯახურ ღირებულებებს გარყვნილება, თავისუფლებას – მონობა.
„ერთი კითხვა მაქვს, ნუთუ მართლა ჰგონიათ ჯერ კიდევ ცოტა ხნით ევროპარლამენტარებს, რომ ამ რეზოლუციით ან ბიძინა ივანიშვილს, ან ქართველ ხალხს შეაშინებენ? თუ ქართულ საზოგადოებას ოპოზიციის იმ მცირერიცხოვანი აქციებით აფასებენ? ცუდი წარმოდგენა ჰქონიათ ქართველ ხალხზე, არც ქართველი კაცის გაბრაზება სცოდნიათ.
ევროპარლამენტმა სავალალო შეცდომა დაუშვა – მათ ქართველ ხალხს ევროპა გადაახაზვინეს! მთელი ჩვენი ბრძოლა წლების განმავლობაში, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანი ყოფილიყო, ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს. ისედაც ძალიან გვიჭირდა საზოგადოებისთვის დაგვესაბუთებინა, თუ რატომ გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანება.
 ყველანაირი ღირებულებების განადგურების შემდეგ დღეს უკვე ესეც იკადრეს. არ მინდოდა მენახა დამონებული ევროპა, ამისთვის არ გვიბრძოლია. თურმე ეს ყველაფერი სიყალბე ყოფილა. ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხეს, პასუხიც იქნება!
საქართველოს ისტორია ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ევროპის და საქართველოს ისტორია მარადიულია, ვიდრე იმ ევროპის, რომელმაც ქრისტიანობას უღმერთობა ამჯობინა, ოჯახურ ღირებულებებს გარყვნილება, თავისუფლებას – მონობა. თუკი მკვლელი სააკაშვილი არის დღევანდელი ევროპის სიმბოლო, თუკი გამჭვირვალობა მიუღებელია დემოკრატიისთვის, მაშინ მე ასეთი ევროპა არ მინდა!!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.