მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერის ვიზიტი უნგრეთში ძალიან მნიშვნელოვანია

მმართველი გუნდის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

„პრემიერმინისტრის ვიზიტი უნგრეთში არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ უნგრეთი სულ მალე გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის და როგორ შეიძლება, შევუწყოთ ამ პროცესს ხელი იმგვარად, რომ არ ხდებოდეს ყოველ ჯერზე სპეკულაციები საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც სიტყვით გამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები