რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პირველივე დღიდან თავზარი დაეცათ, რადგან ხვდებიან, ვის რა მასშტაბის მხარდაჭერა აქვს

“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პირველივე დღიდან თავზარი დაეცათ, რადგან კარგად ხვდებიან, სად დგას ჩვენი საზოგადოება და ვის რა მასშტაბის და როგორი მხარდაჭერა აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა მთავრობის მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საერთო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა ნახოს რა არის ქართული საზოგადოების ერთობა.

„როგორც შიდა, ასევე გარე აქტორებმა უნდა ნახონ, რა არის ქართული საზოგადოების ერთობა, ფასეულობა და სიმტკიცე საქართველოს ხვალინდელი დღის. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პირველივე დღიდან თავზარი დაეცათ, რადგან კარგად ხვდებიან, სად დგას ჩვენი საზოგადოება და ვის რა მასშტაბის და როგორი მხარდაჭერა აქვს. მათი სპეკულაციები მათ რეალურ სახეს ააშკარავებს. მათი მხრიდან სპეკულაციებზე საუბარი უბრალოდ უხერხულია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები