ირაკლი ქადაგიშვილი: აფხაზეთის ცალკე მოხსენიება ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაც რეზოლუციის ავტორებს შეიძლება, ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას აფასებს.

“ვხედავთ, რომ უსაზღვრო სპეკულაციას აქვს ადგილი. ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური სპეკულაციის ნათელი მაგალითი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესა და განმარტებასთან, რატომ არის არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა დამღუპველი. აფხაზეთის ცალკე მოხსენიება ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაც ამ რეზოლუციის ავტორებს შეიძლება, ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები