დავით მათიკაშვილი: შსს აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აქციამ 29 აპრილს მშვიდობიან რეჟიმში ჩაიაროს

“29 აპრილს დაფიქსირდება საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნება, საიდანაც ყველა მეორე არის „ქართული ოცნების“ და იმ პოლიტიკის მხარდამჭერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაანონსებულ საერთო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ აქციაზე ესკალაცია არ მოხდეს.

„ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი ესკალაცია არ მოხდეს. შსს აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აქციამ 29 აპრილს მშვიდობიან რეჟიმში ჩაიაროს. ეს იქნება ხალხმრავალი აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მთელი მსოფლიოს წინაშე ჩვენი ერის ურყევს ნებას ევროინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვაზე. პარალელურად, ნებისმიერ ჯგუფებს აქვთ იმის უფლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ, თუმცა შსს შესაბამის მითითებებს ახდენს და ამ მითითებებს უნდა დავემორჩილოთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები