ირაკლი ქადაგიშვილი: იყოს ეს ურთიერთობა ღია, იყოს არასამთავრობო სექტორის საქმიანობა გამჭვირვალე, არავინ არ ებრძვის ამ გაგებით

უნდა გამოვრიცხოთ შავი ლაქების არარსებობა, იყოს ეს ურთიერთობა ღია, იყოს არასამთავრობო სექტორის საქმიანობა გამჭვირვალე, არავინ არ ებრძვის ამ გაგებით, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში „გამჭვირვალობის“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე მუშაობისას ერთ-ერთი პრობლემა იყო სიტყვა აგენტები, რადგან საქართველოში ამ სიტყვით ადამიანების სტიგმატიზება ხდება, ხოლო საზღვარგარეთ მას მსგავსი დატვირთვა არ აქვს, ამიტომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მოგვარებულია.

„თავის დროზე, როცა სიტყვა აგენტი იყო ნახსენები, ინგლისურ ენაში ეს სიტყვა არის ძალიან ჩვეულებრივი კონოტაციით აღქმული, გარკვეული საქმიანობის წარმომადგენელს აღნიშნავს, ანუ ეს პრობლემა იქ არ არსებობს, ჩვენთან „კაგებეს“ აგენტიდან მოყოლებული ნეგატიური კონტექსტი ჰქონდა, ამიტომ ეს თემა მოიხსნა ამ მიზეზის გამო. სხვათა შორის, ვენეციასაც ანალოგიურ კანონებთან დაკავშირებით სხვა ქვეყანასთან ჰქონდა სწორედ ასეთი კონოტაცია, რომ სიტყვა აგენტი სხვა ქვეყანაში იწვევს სტიგმას, თორემ გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური მოთხოვნაა, აქედან გამომდინარე, მოიხსნა ეს ჩანაწერი. თუ ამ ჩანაწერსაც ავიღებთ ესეც დღევანდელი ევროკავშირის დირექტივის პერიფრაზია. რა არის მთავარი აქ სათაური თუ გამჭვირვალობა.

ევროპისგან კი არ უნდა დავიცვათ თავი, თავი უნდა დავიცვათ ჩვენსა და ევროპასთან ურთიერთობის დროს შავი ლაქების არსებობისგან. უნდა გამოვრიცხოთ შავი ლაქების არარსებობა, იყოს ეს ურთიერთობა ღია, იყოს არასამთავრობო სექტორის საქმიანობა გამჭვირვალე, არავინ არ ებრძვის ამ გაგებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები