ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტში დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც გარკვეული პოლიტიკური მიზნის ძალის აზრებს ახმოვანებს

“ევროპარლამენტში დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც გარკვეული პოლიტიკური მიზნის ძალის აზრებს ახმოვანებს, რომელთაც არ მოსწონთ, რომ საქართველოში პოლიტიკის ფორმირება ხდება, მათი მიზანია, ხელისუფლების ფორმირება ქართველი ხალხის არჩევანის მიღმა ხდებოდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების მოთხოვნა არის ერთადერთი გზავნილი, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს შეზღუდული დამოუკიდებლობის მქონე და მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს ყველაფერი, რაც საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება.

„ამიტომ, ისინი მიმართავენ ასეთ ანტიდემოკრატიულ და ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებსა და მოწოდებებს, როგორიცაა ივანიშვილისა და კანონმდებლების სანქცირების დაწესება. უამრავი ჭორ-მითი მოჰყავთ იმის დასასაბუთებლად, რატომ უნდა იყოს მათი ოდიოზური მოსწრაფებები რეალიზებული. სანქციების მოთხოვნა არის ერთადერთი გზავნილი, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს შეზღუდული დამოუკიდებლობის მქონე და მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს ყველაფერი, რაც საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, მათ შორის როგორ ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აშკარად და პირდაპირ არიან პოლიტიკაში ჩართული და დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპს არღვევენ. ჩემთვის, როგორც ერთი დეპუტატისთვის ეს არის გზავნილი – დეპუტატო, ხალხმა აგირჩია, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრი, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო. ეს არ მოხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები