მამუკა მდინარაძე: რაც არ მოგწონთ, ყველას და ყველაფერს პრორუსს ეძახით და ამასობაში ქართულ საქმეს არქმევთ რუსულს, ეს არის მთავარი პრობლემა

“რაც არ მოგწონთ, ყველას და ყველაფერს პრორუსს ეძახით და ამასობაში ქართულ საქმეს არქმევთ რუსულს, ეს არის მთავარი პრობლემა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი – არ თქმულა.

„დღემდე ერთი არგუმენტი არ გაქვთ, რატომ შეიძლება ცუდი იყოს გამჭვირვალობა. იცით რომ, საერთაშორისო გამჭვირვალობის ევროპელმა წარმომადგენელმა, ევროდირექტივას, რომელიც ევროპარლამენტში დაინიცირდა უცხოური ძალის წარმომადგენლეობასთან დაკავშირებით პრორუსული ინიციატივა უწოდა?! რაც არ მოსწონთ ყველაფერ ეძახიან პრორუსულს. ანუ, პრორუსული საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელმა, ქართულ კანონს კი არა, ევროდირექტივას უწოდა პრორუსული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები