შალვა პაპუაშვილი: ბოღმის, ღვარძლის და ოპოზიციის რადიკალიზმის ფონზე ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდად აგრძელებს მუშაობას ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ

ბოღმის, ღვარძლის და ოპოზიციის რადიკალიზმის ფონზე ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდად აგრძელებს მუშაობას ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტები თავის კალაპოტში მიედინება.

„ამ ყველაფრის – ბოღმის, ღვარძლის და ოპოზიციის რადიკალიზმის ფონზე ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება – მთავრობა, პარლამენტი მშვიდად აგრძელებს მუშაობას ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, იმისთვის, რომ გაიმართოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილი იყოს როგორც გზები, ისე სტადიონები. გუშინ ვნახეთ, რომ გაიჭრა სრულად გვირაბი, რომელიც აკავშირებს სტეფანწმინდასთან მლეთა-კობის მონაკვეთს. საბოლოო ფაზაში შედის ავტობანის მშენებლობა, დღე-დღეზე გაიხსნება უკვე შემოვლითი გზაც. ასე რომ, ვხედავთ, ყველა ეს საკითხი თავის კალაპოტში მიედინება მაშინ, როდესაც ოპოზიცია ბევრ ღვარძლს ათხევს, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი სტადიონის აშენების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმ წარმატებების კვალდაკვალ, რომელსაც ქართულ სპორტში ვაღწევთ, შესაბამისი ინფრასტრუქტურაც იყოს, მათ შორის იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა სათანადო სტანდარტის სტადიონზე შეძლოს-ხოლმე სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ასევე, რომ საერთაშორისო ასპარეზობებს შესაბამის დონეზე ვუმასპინძლოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები