24 აპრილი რეზო ჭეიშვილის დაბადების დღეა

ღეს, 24 აპრილს, ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი – რეზო ჭეიშვილი 91 წლის გახდებოდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, რეზო ჭეიშვილის სახელი ბევრისთვის, ალბათ, პირველ რიგში „ცისფერ მთებთან” ასოცირდება. ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” სწორედ მისი სცენარის მიხედვითაა გადაღებული, რისთვისაც, თავის დროზე, სსრკ-ს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
რეზო ჭეიშვილის ნაწარმოებები წლების მანძილზე არაერთ პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა; იყო კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო კოლეგიის ხელმძღვანელი.
2012 წელს მას პრემია „საბა” მიენიჭა, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები