შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სრულად უზრუნველვყოთ ყველა ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა და სწორედ ამ უფლებების დაცვის ჭრილში დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის მასშტაბით „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ამ ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად არის ასევე ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით და ამ დეტალებზეც გვაქვს საუბარი მოსახლეობასთან იმისთვის, რომ განვმარტოთ, რას გულისხმობს პროპაგანდის შეზღუდვა, რას გულისხმობს უფლებრივი ნაწილის პროპაგანდისგან გამიჯვნა. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი მხრივ სრულად უზრუნველვყოთ ყველა ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა და მეორე, სწორედ ამ უფლებების დაცვის ჭრილში დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები