ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის – „ბუნების მეგობრების“ წარდგენა გაიმართება

22 აპრილს, 17 საათზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის – „ბუნების მეგობრების” წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენას გახსნის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის დეკანი, მწერალი ირაკლი შამათავა, რომლის მხატვრული ტექსტი „ჩემი აფხაზური ნაძვის ხე – გზა შინისკენ!” დაბეჭდილია ალმანახის პირველ ნომერში. პირველი, 180-გვერდიანი საერთაშორისო ჟურნალი „ბუნების მეგობრები” ეძღვნება დედამიწის დაცვას, მოიცავს ბუნებისა და ეკოლოგიის თემაზე წარსულისა და თანამედროვე მსოფლიოს მწერლების სხვადასხვა სახის ლიტერატურულ-შემეცნებით ტექსტებს, როგორიცაა: ლექსები, პროზაული ნაწარმოებები და სამეცნიერო სტატიები.
ალმანახის დაარსებას მსოფლიოს ექვსი ქვეყნიდან წერილობით გამოეხმაურნენ გარემოსა და ცხოველთა დამცველები, რაც შეტანილია ალმანახში. რამდენიმე ეგზემპლარი გაიგზავნება უცხოეთში. ჟურნალის რედაქტორია მადონა დვალი, ხოლო სპონსორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები