სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც  შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა სახელად მაქსველ აზარელო, თავი დაიწვა.

დონალდ ტრამპი ამ დროს მანჰეტენის ცენტრში, სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება აზერლომ თავისი ჩანთიდან ბროშურები ამოიღო და პარკში მიმოფანტა, შემდეგ საწვავი თავზე გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.

მამაკაცი მრავლობითი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები