დიმიტრი ხუნდაძე: დეგნანმა ცრუ კამპანიის სათავეში ყოფნისას შეძლო დეზინფორმაციული კამპანიის აგორება, ახლა კანონპროექტის მეორედ შემოტანას პირად გამოწვევად იღებს და არ ერიდება, გააგრძელოს ბრძოლა

კელი დეგნანმა ცრუ კამპანიის სათავეში ყოფნის დროს როცა შეძლო, აეგორებინა დეზინფორმაციული კამპანია და ეს კანონი გაწვეულიყო, ახლა კანონპროექტის ხელმეორედ შემოტანას ის პირად გამოწვევად იღებს და არ ერიდება, გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანობასთან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შემობრუნების მიზანია, არჩევნებზე საერთაშორისო მისიები არ დაუშვას.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შემოვიტანეთ. მან სრულიად უარგუმენტოდ ამ კანონპროექტს რუსული კანონი დაარქვა. სიტყვა რუსული გამოიყენეს მოსახლეობის წინააღმდეგ ყველაზე ემოციური ბრძოლის იარაღად. რუსული ნამდვილად რთულად აღსაქმელია და სწორედ ეს გამოიყენეს, რათა ყველანაირი სიცრუე გადაეფარათ ამ ტერმინით და საზოგადოებაში ბრაზი გამოეწვიათ. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღემდე არავითარი არგუმენტი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, დღესაც იმავეს იმეორებენ, რომ ეს არის რუსული კანონი და ამას ამბობენ ქართულ კანონზე, რომელიც შინაარსობრივ თანხვედრაშია ევროპულთან. არ ერიდებიან იმასაც, რომ კანონს, რომელიც დასავლეთში არის დასავლური, ამას საქართველოში რუსული დაარქვან. ჩვენ იმ პირებისგან უკეთესის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ შინაარსობრივ მსჯელობაში შემოვლენ ან ობიექტურობას გაითვალისწინებენ. ისევ ცრუ კამპანიას აგორებენ. კელი დეგნანმა, როცა ცრუ კამპანიის სათავეში ყოფნის დროს შეძლო, აეგორებინა დეზინფორმაციული კამპანია და ეს კანონი გაწვეულიყო, ახლა კანონპროექტის ხელმეორედ შემოტანას ის პირად გამოწვევად იღებს და არ ერიდება, გააგრძელოს, პრაქტიკულად, უსამართლო ბრძოლა სამართლიანობასთან”,- განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები