დავით ქართველიშვილის თქმით, საქართველოს ადგილი, ღირსებით, ღირსეულ ევროპაშია.
„არა – რუსეთისთვის 2004 წელს ცხინვალის „ჯართად” ჩამბარებლებს! არა – 2006 წელს რუსეთისთვის კოდორის ხეობის ჩაბარების მომზადების განმახორციელებლებს! არა – 2007 წელს, ახალგორის რაიონის სეპარატისტულ საზღვრებში მომქცევ „კარტოგრაფებს”! არა – 2008 წელს საქართველოს გამთლიანების შტაინმაიერის გეგმის ჩამშლელებს! არა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა – 2008 წელს რუსი გენერლების ქართველ მძღოლ-გუბერნატორებს! არა – 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის “გამპრავებლებს!” არა – 2009 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შემყვანებს! არა – 2009-2012 წ.წ. რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მჩუქებლებს! არა – 2014 წელს EU-სთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს! არა – 2014 წელს EU-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს! არა – 2015 წელს EU-სთან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს! არა – 2022-2023 წ.წ. EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოწინააღმდეგეებს! არა – 2024 წელს EU-ში გაწევრიანების რეზოლუციის ინიცირების მოწინააღმდეგეებს! არა – გაუნათლებელ და უწიგნურ, აზროვნება დაბინდებულ ქართველებს! არა – მონობას, აგენტობას, ლაქიაობას! კი – თავისუფალ ქართველ ადამიანს ევროპაში! ჩვენი ადგილი – ღირსებით ღირსეულ ევროპაშია!” – წერს დავით ქართველიშვილი.