ხატია წილოსანი: ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობა შემცირდეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი აცხადებს, რომ “ბევრი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობა შემცირდეს”.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადადგას.

„ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი საზოგადოება ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით და ასეთი თვალსაჩინო ძალადობა არ იყო ხოლმე, რასაც განსაკუთრებით ბოლო წლებში ქალთა მიმართ ვხედავთ. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობა შემცირდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით შს სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ეფექტური ნაბიჯების გადადგმა შევძლოთ“, – განაცხადა წილოსანმა.

ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები