დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით წარდგება

დღეს საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით წარდგება.

უწყების პირველი პირი, ვახტანგ გომელაური საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა.

სხდომაზე მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები