გია ვოლსკი: არჩევნებია წინ, მოგების შემთხვევაში ბევრი კანონის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ პრინციპულად არ თანხმდებიან ნორმალური ევროპული პროცესების განვითარებას

არჩევნებია წინ, მოგების შემთხვევაში ბევრი კანონის შეცვლა შეუძლიათ, – ამის შესახებ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, “ახალგაზრდების საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიყვანეს შეცდომაში, თითქოს ამ კანონპროექტს რაიმე კავშირი ჰქონდეს რუსულ კანონთან”.

„არჩევნებია წინ, მოგების შემთხვევაში ბევრი კანონის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ პრინციპულად არ თანხმდებიან ნორმალური ევროპული პროცესების განვითარებას, ვინაიდან გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ და რასაკვირველია რევოლუციური აღტყინება და დესტაბილიზაციის გეგმა კვლავ დღის წესრიგშია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები