გიორგი გამსახურდია: ევროპულ ქვეყნებში პოლიცია გაცილებით ხისტად იქცევა, როდესაც პოლიციის თანამშრომელზე ვინმე ხელს აღმართავს

ევროპულ ქვეყნებში პოლიცია გაცილებით ხისტად იქცევა იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის თანამშრომელზე ვინმე ხელს აღმართავს, – განაცხადა საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედებების შეფასებისას პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„თუ მაგალითს ავიღებთ ჩვენი მეგობარი ევროპული ქვეყნებიდან, პოლიცია გაცილებით ხისტად იქცევა ამ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის თანამშრომელზე ვინმე ხელს აღმართავს. პოლიცია იყო იყო აბსოლუტურად ჰუმანური, კანონიერ ჩარჩოებში მოქცეული. არის ყურით მოთრეული ფაქტები, რომ იქ თურმე ვიღაცამ ვიღაცას ხელი ჰკრა. დავინახეთ, რომ პოლიციელს ჩაჩქნის გარეშე მძიმე საგანი ხვდება სახეში, ადეკვატური ზომები იყო მიღებული. ხელკეტის გამოყენებაც კი ვერ შევამჩნიე, არამც თუ გახარიასებური დათვის ტყვიები“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები