შალვა პაპუაშვილი: პარტნიორები მოგვიწოდებდნენ, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და საზღვარგარეთ გაგვეშვა – ეს ქართველი ხალხისთვის კარგი მეგობრული რჩევა იყო?! რა თქმა უნდა – არა!

ის, რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მომენტში მეგობრები არიან – ხანდახან ცუდსაც გვეუბნებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და ხანდახან, როდესაც ინტერესზეა საუბარი, მეგობრობა გვერდზე იწევს.

„იგივე პარტნიორები მოგვიწოდებდნენ ღიად თუ დახურულ კარს მიღმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და საზღვარგარეთ გაგვეშვა – ეს ქართველი ხალხისთვის კარგი მეგობრული რჩევა იყო?! რა თქმა უნდა – არა! ეს ინტერესში იყო იმ ქვეყნებისთვის, რომლებისგანაც ეს რჩევა მოდიოდა. მათ ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობა გვერდზე გასწიეს, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათი ინტერესი იყო. დღემდე, დახურულ კარს მიღმა გვთხოვენ რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი ჩვენი ხალხისთვის, ეს იქნებოდა ქვეყნის ომის პირზე მიყვანა და სამხედრო კონფლიქტის რეალობა. იყო ეს მეგობრული რჩევა?! რა თქმა უნდა – არა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო კანდიდატის სტატუსისთვის წინაპირობა, არ გავაკეთეთ – მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც იქნება ზუსტად ასე. ჯერ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, ჩვენს ინტერესებზე დავდგეთ და თუ ჩვენ ჩვენს ინტერესებს გავუფრთხილდებით და ჩვენს თავს პატივს ვცემთ, მერე სხვებიც გვცემენ პატივს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები