შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებას გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამოეხმაურა და მას ცინიზმი უწოდა.

მისი თქმით, ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა.

„დღეს ვნახე ევროპარლამენტარების განცხადება – ეს უკვე ცინიზმია. ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ბორდში სხედან და ბორდის ხელმძღვანელები არიან. ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ აფინანსებდა „სირცხვილიას“. „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას რომ აფინანსებენ, მერე ამას მალავენ, შემდეგ გამოდიან ცინიკურად და განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს ევროპის ღირებულებებს არ შეესაბამება, ბოდიში მომითხოვია და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?!“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები