შალვა პაპუაშვილი: ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს თავის მენტალიტეტში ბრიუსელით, ან რაღაც სხვა დედაქალაქით – ეს არის სწორედ ყოფილი კოლონიის მენტალიტეტი, რომლითაც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დაავადებულია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი

ევროკავშირი არის თანაბარი სახელმწიფოების კავშირი და ჩვენ გვინდა არა მოწყალება ევროკავშირისგან, არამედ გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ერთობლივად მივიღებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, დაზიანდება თუ არა საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

„არა [არ დაზიანდება], იმიტომ, რომ ევროკავშირს სჭირდება ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ ხომ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის და არა საბჭოთა კავშირის წევრები?! ის, რასაც დღეს გვეუბნება გარკვეული კასტა, სიმბიოზი „ენჯეობის“ და პარტიებისა, ეს არის სწრაფვა საბჭოთა კავშირისკენ. სხვა რამეა, რომ რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო, ცალ ფეხზე დადგე, ოღონდ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. ეს არის საბჭოთა კავშირისკენ სწრაფვა. ეს არის ის, რომ უბრალოდ ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს თავის მენტალიტეტში ბრიუსელით, ან რაღაც სხვა დედაქალაქით. ეს არის სწორედ ყოფილი კოლონიის მენტალიტეტი, რომლითაც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დაავადებულია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ვერ მოიცილა ეს მენტალიტეტი. სწორედ ამას ვცდილობთ და ამას ვაკეთებთ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება. ის პატარა ჯგუფი ამ სიმბიოზური წარმონაქმნისა „ენჯეოების“ და პარტიების, პირიქით, მიგვექაჩებიან საბჭოთა კავშირისკენ და ცდილობენ, რომ გაგვხადონ ევროკავშირის ერთ-ერთი [წევრი] როგორც [წევრი] ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკასავით. არადა არ არის ევროკავშირი ეს. ევროკავშირი არის თანაბარი სახელმწიფოების კავშირი და ჩვენ გვინდა არა მოწყალება ევროკავშირისგან, არამედ გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ერთობლივად მივიღებთ. როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვართ ბოლომდე გათავისუფლებულები ყოფილი კოლონიის კომპლექსებისგან. ეს დღეებიც სწორედ ამის შეხსენება იყო. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ, ფართო გაგებით ვსაუბრობ, სრულად დაანახა [ყველას], საბოლოო ჯამში, რომ ის აღარ დაუშვებს, რომ ვიფიქროთ ჩვენ თავზე კნინობით ფორმაში, განვიხილოთ ჩვენი თავი როგორც ობიექტი რაღაც გადაწყვეტილების და არა თანაბარუფლებიანი მონაწილე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები