საგარეო უწყებაში უარყოფენ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ბუნდესტაგში დაიბარეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, ელჩი რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე.

„გავრცელებული ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე, დაინტერესების შემთხვევაში ასევე უზიარებს გერმანულ მხარეს ინფორმაციას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები