სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის მე-4 ეტაპის სამუშაოები მოინახულა.

პროექტის ფარგლებში 600 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.

გზის მშენებლობა სოფელ მუშევანში 2019 წლიდან დაიწყო და ჯამში 3 კილომეტრამდე გზა მოეწყო.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა წარმოადგენს. აქტიურად მიმდინარეობს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. დღეს ჩემს გუნდთან ერთად სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მეოთხე ეტაპის სამუშაოები მოვინახულე, მუშა პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები