“რუსეთის გამარჯვება ძვირად დაგვიჯდება” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირს უახლოეს 5 წელიწადში სამრეწველო პოტენციალის სწრაფი ტემპებით გაზრდა დასჭირდება.

ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ფონ დერ ლაიენმა აღიარა, რომ პროცესი მარტივი არ იქნება.

“ის მოითხოვს ახალ თავდაცვით აზროვნებას როგორც წევრი სახელმწიფოებისგან, ისე – ინსტიტუტებისგან, მრეწველობისა და ინვესტორებისგან, ასევე, პოლიტიკურ და მორალურ სიმამაცეს, რომ მოხდეს უკრაინის მხარდაჭერა აქ, ევროპულ მიწაზე იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა; რადგან უსაფრთხოების არარსებობის ფასი, რუსეთის გამარჯვების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი თანხა, რომლის დაზოგვაც ახლა შეგვიძლია. მრავალ საფრთხესა და კონფლიქტთან შეჯახების ფასი გაცილებით მაღალი შეიძლება, იყოს”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირში ომის ალბათობა გარდაუვალი კი არ არის, მაგრამ გამორიცხვა არ შეიძლება. ამიტომ, წევრმა ქვეყნებმა უნდა აღადგინონ, შეავსონ და საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება მოახდინონ, უზრუნველყონ პოტენციურ ბრძოლაში მატერიალური და ტექნოლოგიური უპირატესობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები