ანრი ოხანაშვილი: ჩვენ წარმოვადგინეთ პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას – ჩვენ ვართ მართლები საზოგადოების წინაშე

“ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არა რადიკალიზმს. რაც შეეხება კანონპროექტს თუ ვინმეს რამე არგუმენტი ჰქონდა, უნდა წარმოედგინა, მაგრამ როდესაც ამ ხალხის მხარეს არ არის არგუმენტი მაშინ აბრახუნებენ აქ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არგუმენტები აქვს და ის საზოგადოების წინაშე მართალია.

“უშინაარსობა არის მათი მხარე. ჩვენი მხარეა არგუმენტირებულობა და შესაბამისად, ჩვენ ვართ მართლები ჩვენი ხალხისა და საზოგადოების წინაშე. ჩვენ წარმოვადგინეთ პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას, აშშ-ის გამოცდილებას და აქედან გამომდინარე, ეს არის ქართული მოდელი, რომელიც ეფუძნება სწორედ დასავლურ გამოცდილებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა გამჭვირვალობაზე დაფინანსებასთან დაკავშირებით, საიდან შემოდის ფინანსები, მიზნობრიობა, როგორ იხარჯება. ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, მთელი ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე. ამბობდნენ, რომ ეხება ფიზიკურ პირებს. კანონპროექტის პირველივე მუხლში წერია, რომ ეს არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს და ეხება იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში NGO-ებს. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, წარმოაჩენდნენ ისე, თითქოს ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა. თუ ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა, მაშინ რაშია პრობლემა? რა თქმა უნდა, არ არის ყველაფერი გამჭვირვალე, ბევრი რამ არის დამალული და როგორც ჩანს, ისევ ბევრი რამე აქვთ დასამალი. ჩვენს საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება იცოდეს, რაში იხარჯება კონკრეტული ფინანსები“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები