მამუკა მდინარაძე: დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და გიგაური, ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს – ლამის არის ტყვია გესროლონ, რომ შეეძლოთ

“ხალხს რაზე აგიჟებენ, წარმოიდგინეთ. დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და გიგაური, ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს. ლამის არის ტყვია გესროლონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ხმაურის ფონზე განიხილავენ.

ამასთან, მდინარაძემ ქართულ პოლიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ხალხს რაზე აგიჟებენ, წარმოიდგინეთ. დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და გიგაური, ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს. ლამის არის ტყვია გესროლონ, რომ შეეძლოთ. არ მოუკლავთ, თუ რა?! მკვლელები გელაპარაკებიან რატომ დაეცა ახალგაზრდაო, ცუდი დასანახია რაღაცები. პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ. სახეში აგური რატომ მოხვდაო, რომელიმემ ახსენა? ჩვენი მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას, ნამდვილ ევროპელობას მართლაც“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები