რუსების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ლომაკო ავრცელებს.

„ამ დროისთვის 4 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს“, – განაცხადა ალექსანდრ ლომაკომ.

ლომაკოს ცნობით, რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, ასევე, შენობები, ავტომობილები, სოციალური და ურბანული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრს სამი რაკეტით დაარტყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები