ირაკლი ზარქუა: რასაც ვაკეთებთ, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში და სწორედ ამას დავიცავთ

შარლ მიშელის განცხადებები მახსოვს, როცა კუბილიუსები, ფოტიგები ჩამწკრივდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლული იყო, კვდებოდა და უნდა გაგვეთავისუფლებინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ქართველი ხალხის ინტერესებშია ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.

„აბა, სად არის სააკაშვილი? კვება დაიწყო, ჯიგარი ჯანმრთელია და იქიდან ამ მარგინალებს მოძღვრავს და ხოტბას ასხამს. ანუ, მაშინ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. ევროპარლამენტების ის მგზნებარე გამოსვლები გვახსოვს, რომ არ გაბედოთ, სააკაშვილის დაპატიმრება და რატომ კლავთო, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო, თუმცა საქართველომ სტატუსი მიიღო დამსახურებით, არა ცალ ფეხზე, არამედ ორ ფეხზე დგომით, რადგან ვიცით, ევროპული ღირებულება რას ნიშნავს, რეფორმების გზას მივყვებით. ევროკავშირისა და ნატოს სახელმწიფოებს კანონის უზენაესობით, მედიის თავისუფლების ინდექსით, ადამიანის უფლებების დაცვით ვუსწრებთ. ამიტომაც ვართ ასე მყარად და გაბედულად. რასაც ვაკეთებთ, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში და სწორედ ამას დავიცავთ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები