გურამ მაჭარაშვილი: რაც დრო გადის, უფრო მტკიცდება, რომ გამჭვირვალობის კანონი არის მისაღები

“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო მტკიცდება, რომ გამჭვირვალობის კანონი მისაღებია.

“რაც დრო გადის, უფრო მტკიცდება, რომ გამჭვირვალობის კანონი არის მისაღები, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ის უცხოური შავი ფული იხარჯება: გუშინ რაც მოხდა – პოლიციელების ცოცხლად დაწვაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, იმედის ხელმეორედ დარბევაში, ჟურნალისტების, მედიის შევიწროებაში, ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანაში და ა.შ.

ამიტომ, თუ ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, რომ ევროპული ღირებულება გვინდა, გამჭვირვალობის კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭირონ იმისთვის, რომ კარგი საქმეები რაც კეთდება, დონორებიდან ჩარიცხული ფულით NGO-ებში, საზოგადოებამ იცოდეს – ჩვენ ამის მომხრე ვართ,” – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები