შალვა პაპუაშვილი: პროტესტის უფლება ყველას აქვს, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ოღონდ ერთი დათქმით – ეს უნდა იყოს მშვიდობიანი

იყო მშვიდობიანი აქცია, მშვიდობიანად მიდიოდა და მშვიდობიანად მიდიოდა მათ შორის დაშლისკენ. დაინახა რა ეს იმ ჯგუფმა, რომელიც რაციებით მომარაგებული, ზუსტად იგივე ხალხი „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და ის ჯგუფები, რომელიც ჩვენ ვიცით, როგორ აგნებინებდნენ ძალადობის ორგანიზებისკენ, როდესაც ნახეს, რომ სრულდებოდა დღე და იშლებოდა აქცია დაიწყეს მოწოდება ალყის შემორტყმისკენ, პიკეტირებისკენ, ჩაკეტვისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შსს იყენებს იმ საშუალებებს, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული და ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი ძალადობის კერა იქნა ნეიტრალიზებული, ბოლოს აქცია მშვიდობიანად დაიშალა.

„პოლიციამ მათ მოუწოდა, რომ ის ტერიტორიები, რომლითაც იქნებოდა შესასვლელები შეზღუდული არ დაეკავებინათ და გათავისუფლებინათ. შემდეგ ვნახეთ, რომ იყო სროლა ბოთლებისა და სხვადასხვა ნივთების, მათ შორის პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ ესროლეს ქვა ერთ-ერთ პოლიციელს. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, შსს იყენებს სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით. როგორც კი ძალადობის კერა იქნა ნეიტრალიზებული, ისევ ვნახეთ რომ მშვიდობიანად დაიშალა ბოლოს აქცია. ამიტომ მთავარი მოწოდება არის ის, რომ პროტესტის უფლება ყველას აქვს, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ოღონდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. წერტილი. კანონის დარღვევის არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არავის. არანაირი უფლება, რომ ჭიშკრების მტვრევა, პოლიციასთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლა, შეურაცხყოფის მიყენება და ა.შ. ეს არის სწორედ ანტიქართული ქცევა. რაც არაქართულია ის არის ანტიევროპული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები