შალვა პაპუაშვილი: ბრმად არავის მოწოდებას არ უნდა მივყვეთ

“ჩვენ ბრმად არავის მოწოდებას არ უნდა მივყვეთ. ჩვენ ამოვდივართ იმ ინტერესიდან, რომელიც ამ ქვეყანას აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის რაც კარგია ქართველი ხალხისთვის, ის არის კარგი ევროპული მომავლისთვის.

“ქართველი ხალხი და საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი, ამიტომ, ის რაც კარგია ქართველი ხალხისთვის, ის არის კარგი ევროპული მომავლისთვის. იგივე ხალხი ამბობდა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით, ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა და არ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს. იგივე ხალხი გვეუბნებოდა, რომ თუ სანქციებს არ დავაწესებდით, ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა და კანდიდატის სტატუს არ მოგვცემდნენ. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც ეს არ იყო ქართველი ხალხისთვის სასარგებლო რჩევა – ეს იყო ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის გაწირვა, ჩვენ ჩვენი ქვეყანა არ გავწირეთ და შესაბამისად კანდიდატის სტატუსი მივიღეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები