საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნება
17 აპრილს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში საგაზაფხულო გამოფენა გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ნინო მაღედანის, ირმა ცინცაძის, მაკა ზურაბაშვილის და ელენე წილოსანის ნამუშევრებს საზოგადოება პირველად იხილავს.
ოთხივე ავტორი მრავალშვილიანი დედაა, მთელი ცხოვრება ხელოვნებით არიან გატაცებულნი.
ასამდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში 17-დან 20 აპრილამდე გამოიფინება.
ასამდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში 17-დან 20 აპრილამდე გამოიფინება.