ეროვნულ ბიბლიოთეკაში იოსებ იმედაშვილის „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ მესამე ტომს წარადგენენ

18 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ მესამე ტომის წარდგენა გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ლექსიკონი გამოსაცემად მოამზადა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ქეთი გზირიშვილმა.
„18 აპრილს ჩემს ძვირფას ადამიანს, პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწეს, ისტორიული იმედაშვილების ოჯახის ღირსეულ წარმომადგენელს, ამავე დროს, ყოველთვის ახალგაზრდას, ყოველთვის მებრძოლს, დაუდგრომელ კობა იმედაშვილს დაბადების დღე აქვს. ამ დღეს დაიბადა იოსებ იმედაშვილის შვილიშვილი, გაიოზ იმედაშვილის დისშვილი ბატონი კობა! ბატონი კობას სახლში ვნახე გამოსაცემად მომზადებული „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“. ვურჩიე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკისათვის გადაეცა გამოსაცემად. დღეისათვის გამოცემულია ლექსიკონის სამი ტომი. იოსებ იმედაშვილის „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ მესამე ტომის პრეზენტაცია გაიმართება 18 აპრილს, კობა იმედაშვილის დაბადების დღეს. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მას მიუძღვნა ეს საჩუქარი“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები