დავით ოქიტაშვილი: ჩემო საყვარელო შვილებო, ახალგაზრდებო, ნუ გამოაყენებინებთ თავს იმ არაკაცებს, რომლებიც ახლა ხის ძირში დგანან და ელოდებიან არეულობას

„ის აღარაა პრეზიდენტი, ის არის ადამიანი, რომელსაც სურს, რომ მოსპოს და გაანადგუროს საქართველო. ის აძლევს სტიმულს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენ გულანთებულ ახალგაზრდებს იყენებენ იმისთვის, რომ რაღაც ააგორონ. არაფერი გამოვა“, – ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში დაიგეგმა.

„მთელმა მსოფლიომ და საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა გააკეთეს განცხადება იმ არაკაცის ქცევაზე, რაც ალეკო ელისაშვილმა იკადრა მამუკა მდინარაძის მიმართ. მსოფლიო წინააღმდეგია ყველანაირი ძალადობის. ადამიანი მთელი დღე იჯდა ჩუმად, ვიღაცამ რაღაც SMS მიწერა, პირდაპირ მივიდა და ადამიანს დაარტყა. ეს იყო დადგმული სცენარი და არ გამიკვირდება, რომ ეს სცენარი ყოფილი პრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილი] სასახლეში იგეგმებოდეს. ჩემო საყვარელო შვილებო, ჩემო საყვარელო ახალგაზრდებო, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ არაკაცებს, რომლებიც ახლა ხის ძირში დგანან და ელოდებიან არეულობას და სურთ რომ ჩვენი პოლიციელები გამოიყვანონ მდგომარეობიდან. ისინი ისევ მიგატოვებენ, წავლენ თბილად სახლში და თქვენ დარჩებით მანდ. ვინც ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ მიტინგზე და დაგმონ ვითომ ეს რუსული კანონი, ერთი პუნქტი მაინც აუხსნან, რა წერია ამაში რუსული. რატომ ჰგონიათ მათ, რომ ჩვენ გვიხარია რაც ხდება. როცა მსოფლიო მესამე მსოფლიოს ომის ზღვარზეა, ეს უსამშობლოები [რადიკალური ოპოზიცია] ცდილობენ, რომ საქართველოც ამ სიბინძურეში ჩაითრიონ“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები