ანრი ოხანაშვილი: მე არ ვიცი რუსული კანონი – ასეთი კანონპროექტი არ არსებობს

“მე არ ვიცი რუსული კანონი – ასეთი კანონპროექტი არ არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ფაქტებით საუბარი.

„ჩვენი სხდომა გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ესწრებიან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაქსიმალურად ყველას მივეცით საშუალება, რომ დღევანდელ სხდომას დასწრებოდა. ჩვენი ამოცანაა, რომ თუ გსურთ საკითხები განვიხილოთ შინაარსობრივად, უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჩვენს საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს წვდომა პირდაპირ ეთერში, კონკრეტული საკითხების მსჯელობაზე. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ, რომ ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციას, რასაც მოჰყვება შემდეგ თქვენი მხილება. კანონპროექტის სახელწოდება თქვენ იცით და გთხოვთ, თუ კონკრეტულ კანონპროექტს გულისხმობთ, ბრძანეთ რომელ პროექტს გულისხმობთ. მე არ ვიცი რუსული კანონი, რომელიც ჩვენ დღეს აქ უნდა განვიხილოთ. ასეთი კანონპროექტი არ არსებობს. თუ რაიმეს დაზუსტება გსურთ, ბრძანეთ და გთხოვთ, ისაუბრეთ ფაქტებით და ნუ მივცემთ ერთმანეთს სივრცეს, რომ მოგვიწიოს შეგაწყვეტინოთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები