ზაზა კანდელაკი: ამერიკელებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა, ისრაელის სახელმწიფოს სერიოზული დახმარება აღმოუჩინეს

“ოდნავი დაზიანებაა ინფრასტრუქტურული სამხედრო ბაზაზე. გრძელდება ფრთოსანი რაკეტების გამოშვება ისრაელის მიმართულებით, მაგრამ ისრაელის საჰაერო ძალები ახერხებენ და ქვეყნის ტერიტორიის გარეთ ანადგურებენ მათ”, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკელებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა, ისრაელის სახელმწიფოს სერიოზული დახმარება აღმოუჩინეს.

„სამუშაო დღეა ისრაელში და სკოლები დაიხურა. ბავშვებს, ასე ვთქვათ, სწავლა შეუწყდათ. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს, ძნელი სათქმელია. პრემიერმა ნეთანიაჰუმ მოიწვია ომის კაბინეტი და სხდომა ჩატარდა. ყველანაირად მზად იყო ისრაელი ამ შემოტევისთვის. ამერიკელებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა, რომლებიც იმყოფებიან როგორც წითელ ასევე ხმელთაშუა ზღვაში, სერიოზული დახმარება აღმოუჩინეს ისრაელის სახელმწიფოს“, – აღნიშნა კანდელაკმა.

ცნობისთვის, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,  ქვეყანა ნებისმიერი სცენარისთვის არის მზად და თავდასხმას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები